Evrovagonka

+995 574 03 20 20 / ზაირა კიკვიძის 4

რა ღირს 1 ერთი კუბი ფიცარი?

დახერხილი ფიცრის ფასები ბაზარზე სწრაფი ტემპებით იცვლება. სამწუხაროდ შეინიშნება ფასების ზრდის ტენდენცია მსოფლიო მასშტაბით.

1 კუბი რუსული ხის მასალის ფასი დღესდღეობით 1500 ლარია.

რა საჭიროა ფიცარი?

გამომშრალ დახერხილ ფიცარზე მუდმივი მოთხოვნილებაა სამშენებლო მიზნებისთვის.

წარმოების თანამედროვე მეთოდების  წყალობით, შესაძლებელია ხის ფიცრების გამოყენებით შეიქმნას ხარისხიანი ინტერიერი.

ხშირად შეიძლება შევხვდეთ  ნატურალური ხისგან მოპირკეთებულ ინტერიერს და ექსტერიერს. გარდა ამისა, ბევრი მშენებელი იყენებს ამ ფიცრებს სახურავებზეც. ეს შენობას  განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს და ასევე შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.

მშრალ ფიცარს დიდი რაოდენობით ყიდულობენ  მსხვილი კომპანიები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მზიდი კონსტრუქციების მშენებლობაში და ფასადების გაფორმებაში. გარდა ამისა, ეს მასალა შეიძლება იყოს გამოყენებული სახურავის კარკასის, სხვადასხვა ტიხრებისა და კიბეების შექმნის დროს.

ფიცარი პროფილირებული მასალების წარმოებაში

თუ საჭიროა ვაგონკისიატაკის ფიცრის, ბლოკჰაუსის, ბრუსის იმიტაციის წარმოება, გამოიყენება მშრალი  ფიჭვის და ნაძვის ფიცარი. ასეთი ფიცრების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ფიჭვი შეიცავს დიდი რაოდენობით ფისს. ამის წყალობით, ფიცარი ინარჩუნებს მდგრადობას სხვადასხვა ტემპერატურულ დიაპაზონში.

ფიცრები ავეჯის წარმოებაში

თუ ვსაუბრობთ ამ ფიცრის ავეჯისთვის გამოყენებაზე, საუკეთესო ვარიანტი იქნება ფიჭვის და ნაძვის ფიცარი , საიდანაც იწარმოება სხვადასხვა ავეჯის კარკასი. გარდა ამისა, ასეთი ფიცარი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე მასალა ავეჯის ასაწყობად.

ჩვენი ფიცარი საგულდაგულოდ მუშავდება შესაბამისი სტანდარტის და ტექნიკური პარამეტრის დაცვით

ფიცრის დამზადების ტექნოლოგია

მერქნის წარმოება თანამედროვე სახერხ ქარხნებში მორებიდან, ჩვეულებრივ ხდება ლენტის ან წრიული ტიპის დაზგებზე. სანამ ეს პროცესი მექანიზებული გახდებოდა, მორებს ხელით ჭრიდნენ და ამუშავებდნენ გრძივი ჭრისთვის შექმნილი ხერხების გამოყენებით. ორი ადამიანი სპეციალურ სამუშაო ადგილზე იყო განლაგებული, სადაც ადამიანის ზომის ორმო იყო გათხრილი. ერთი ადამიანი ზემოდან მუშაობდა, მეორე – ქვემოდან. ისინი მონაცვლეობით ქაჩავდნენ და უბიძგებდნენ ხერხს და თანდათან გრძივად ხერხავდნენ მორს. ასეთი მუშაობის  შედეგად, მიიღებოდა სხვადასხვა სისქის ძელები ან ფიცრები.

დღესდღობით დამუშავების შედეგად მიღებული ფიცრები, იმის მიხედვით თუ რა მეთოდით მუშავდება, შეიძლება იყოს ორი ძირითადი ტიპის – ტანგენციალურად და რადიალურად დახერხილი. ხის სიმტკიცე და მოხატულობა პირდაპირ დამოკიდებულია ჭრის მეთოდზე.

იმპორტის რეგულაციები

სანამ მშრალი ხის ფიცრის იმპორტი მოხდება სხვა ქვეყნიდან, აუცილებლად უნდა მოხდეს სხვადასხვა პარამეტრების გაზომვა და შედგეს გაზომვის ოქმი. იზომება სიგრძე, სიგანე, სისქე, მოცულობა, ტენიანობა, რისთვისაც გამოიყენება შტანგენფარგალი, საზომი რულეტი, ტენიანობის საზომი ხელსაწყო და სხვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.